რუსეთში, ბელგოროდში, ელექტროსადგურზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რუსული მხარე ცეცხლის გაჩენაში უკრაინას ადანაშაულებს.
ოლქის გუბერნატორ გლადკოვის თქმით, უკრაინელებმა დაბომბეს ობიექტი.
დაზიანებულია ქვესადგურის ტრანსფორმატორი.