რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლის მარაგი იწურება – ამის შესახებ, მოსკოვის სარესტორნო ბიზნესის ომბუდსმენმა, სერგეი მირონოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან РИА Новости– თან განაცხადა.
მორონოვის თქმით, მწვავე დეფიციტია ისეთი ძლიერი ალკოჰოლური სასმელების, როგორიცაა ვისკი, რომი და ვერმუტი. მისივე თქმით, შემოდგომამდე ალკოჰოლის საკმარისი მარაგი იქნება, თუმცა ამ მხრივ შეფერხებები და პრობლემები უკვე არსებობს.
“საწყობებში ძლიერი ალკოჰოლი თითქმის არ არის და ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ რესტორნებში, რომლებმაც ის წინასწარ იყიდეს. უკვე არის შეფერხებები და პრობლემები” – თქვა მორონოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არყის გაყიდვები 2021 წელს დაახლოებით 1%-ით შემცირდა 2020 წელთან შედარებით. ამასთან, გასულ წელს 10%-ით მეტი ცქრიალა ღვინოები გაიყიდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
ცნობისთვის, რუსეთი, უკრაინაში შეჭრის დღიდან, სანქცირებულია.
ავტორი