სამეცნიერო ინსტიტუტის ცნობით, რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მოქმედი ვულკანი შიველუჩი გააქტიურდა, რომელსაც ცაში 10 კმ-ის სიმაღლეზე ფერფლის კორიანტელი მოჰყვა. ავიაკომპანიებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. – ამის შესხებ reuters წერს.
შიველუჩი რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანმა, პირველად გააქტიურება სამშაბათს, 11 აპრილის ღამით დაიწყო. პიკის დროს, ექვსი საათის შემდეგ მიაღწია, ფერფლის ღრუბელი გავრცელებულია 108,000 კვ.კმ ფართობზე.
თავდაპირველი ამოფრქვევის ფერფლმა ცაში 20 კმ-ს მიაღწია, სოფლები დაფარა ნაცრისფერი ვულკანური მტვრის ნაკადში და გამოიწვია საავიაციო გაფრთხილება. მასთან ყველაზე ახლო მდებარე სოფელი 50კმ-ის დაშორებით არის.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური კვლევის კამჩატკის ფილიალის უახლეს ბიულეტენში, რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვის დროით დილის 1 საათზე, ნათქვამია: “შიველუჩის ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება. სატელიტური მონაცემებით, ფერფლის ემისიამ მიაღწია დაახლოებით 10,000 მეტრს ზღვის დონიდან“.
ამოფრქვევიდან 24 საათში კამჩატკის სანაპიროზე 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრაც მოხდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლოს შიველუჩის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 2007 წელს იყო.
ავტორი