მთელ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგებია _ საწვავის ფასები კატასტროფულად გაიზარდა, და ქვეყანაში პანიკაა, _ იუწყება telegraph.
უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანიის – ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით გახორციელებული დარტყმების შედეგად, საწვავის დეფიციტი რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვამდე გავრცელდა.
ამ თავდასხმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამუშავება მეხუთედით შემცირდა.
უკრაინა ასევე აორმაგებს თავდასხმებს ნავთობის საწყობებზე, მილსადენებსა და სატუმბი სადგურებზე _ ოთხშაბათს, უკრაინულმა დრონებმა მეორედ შეუტიეს სალავატს, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ კომპლექსს, რომელიც ფრონტის ხაზიდან 600 მილზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
მეორე დღეს მოსკოვმა განაცხადა, რომ საწვავის ექსპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე გააგრძელებდა და დიზელის ექსპორტის ნაწილობრივ აკრძალვას დააწესებდა შიდა მარაგების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი ცდილობს სიტუაციის შერბილებას, ექსპერტები ამბობენ, რომ ოფიციალურ პირებს არ შეუძლიათ კრიზისის ესკალაციის შეჩერება.































































