კურსკის ოლქის ჟელეზნოგორსკის ოლქში, რკინიგზის ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი და სამი ცარიელი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. დაღუპულია 7 ადამიანი, არიან დაშავებულები.
„დღეს ღამით, ჟელეზნოგორსკის ოლქში, ტროსნა-კალინოვკას გზატკეცილის 48-ე კილომეტრზე, სატვირთო მატარებლის გადაკვეთისას ხიდი ჩამოინგრა. მატარებლის ნაწილი ხიდის ქვეშ მდებარე გზაზე ჩამოვარდა. ლოკომოტივს ცეცხლი გაუჩნდა – საგანგებო სიტუაციების უწყებამ სწრაფად მოახდინა ლოკალიზება. დარჩენილი მატარებლები რკინიგზის პლატფორმაზე არიან“, – იტყობინება რუსეთის მოსაზღვრე რეგიონის მოვალეობის შემსრულებელი გუბერნატორი, ალექსანდრე ხინშტეინი Telegram არხზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის ხიდის ქვეშ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეჩერებულია.































































