რუსეთის დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის ან დეზერტირობის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსული მედიის ცნობით, კანონპროექტის ავტორები არინ დეპუტატები: ვალერი პისკარევი და ლეონიდ სლუცკი, ასევე სენატორი ანდრეი კლიშასი.
გარდა ამისა, რუსი დეპუტატები და სენატორები გამოდიან ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში „მობილიზაციის“, „საომარი მდგომარეობის“, „ომის დროს“, „შეიარაღებული კონფლიქტის“ ცნებები შევიდეს.