უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს და რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“არის სიგნალი, რომ რუსეთში შეიძლება იყოს კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია. მეტიც, არის ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია მხარი დაუჭიროს ასეთ აჯანყებას”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის უპირველესი მიზანი იყო გამხდარიყო “პოლიტიკური ფიგურა” და მან წარმატებას მიაღწია.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრიგოჟინის აჯანყებამ გამოავლინა პუტინის ხელმძღვანელობის სისუსტე – “პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული”.