22 დეკემბერს, დილიდან, მესენჯერ WhatsApp-ის სიჩქარე რუსეთში 70-80%-ით დაეცა, _ ამის შესახებ The Insider იუწყება.
ბოლო საათების განმავლობაში დაფიქსირდაა 2,2 ათასი საჩივარი მესენჯერის გაუმართავი მუშაობის გამო.
პრეტენზიები ეხება WhatsApp-ს არაკორექტულ მუშაობას _ მომხმარებლები ვერ ახერხებენ შეტყობინების გაგზავნას. ასევე, შეფერხებებით მუშაობს საიტი whatsapp.com.
მანამდე, 2025 წლის აგვისტოში „როსკომნადზორმა“ დაბლოკა ხმოვანი და ვიდეოზარები WhatsApp-სა და Telegram-ში.






























































