ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს, რასაც რუსეთში უკანონობას უწოდებენ.
Reuters-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანამ გონივრული გარანტია, რომ ქიმიურ იარაღს აღარ გამოიყენებს, ვერ გასცა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული შეზღუდვები უკანონოა“, _განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პეშკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში ყოფილ რუს ჯაშუშს სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს, მარტში თავს ქიმიური იარაღით დაესხნენ, ხოლო მომხდარში საერთაშორისო ქვეყნებმა, რუსეთი დაადანაშაულეს, თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, სკრიპალების ნერვული აგენტით მოწამვლაში ეჭვმიტანილები რუსეთის 2 მოქალაქეა, რომელთაგან ერთი რუსეთის სამხედრო ექიმია.