Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მეცნიერები ციმბირის ლაბორატორიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პროტოტიპების დატესტვას ცხოველებზე იწყებენ.
ნოვოსიბირისკის ვექტორის სახელმწიფო ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეცნიერებმა ვაქცინის პროტოტიპები ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზე დაყრდნობით შეიმუშავეს და იმის დასადგენად თუ რამდენად ეფექტურია ისინი და რა დოზებში შეიძლება გამოყენება, ტესტებს იწყებენ.
მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით, ამბობენ რომ ვაქცინის შექმნა რთული და გრძელი პროცესია, რასაც შეიძლება 12-18 თვე დასჭირდეს, ვიდრე ფართო მოხმარებას დაიწყებენ.