რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სკრიპალის საქმის გამო რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს უკანონო უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, შემზღუდავი ზომების დაწესების უფლება მხოლოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს აქვს.
ცნობისთვის, ევროსაბჭომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის 4 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა.
რუსეთის ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, მარტში ქიმიური იარაღის გამოყენებით მოწამლეს.
დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა, რუსეთი დანაშაულთან კავშირს უარყოფს.