Unian-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, საქართველოსა და უკრაინის მისამართით აგრესიის გასამართლებლად.
„სამწუხაროა, რომ რუსეთში სტალინის როლი იზრდება.ის ხელს უწყობს ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაციას, რომელიც ერთი პირის მიერ იქნება მართული.
ეს ემსახურება, რომ შექმნან გარე მტრის იმიჯი და გაამართლონ თავისი აგრესია ისეთი მეზობლების მიმართ, როგორიცაა საქართელო და უკრაინა, აწარმოონ ჰიბრიდული ომი კიდევ სხვა მრავალ სახელმწიფოსთან“,- აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ისტორიული ჭეშმარიტების უგულვებელყოფა და მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობით მანიპულირება საოცარი მაგალითია იმისა, თუ რა ხდებოდა ევროპაში 1930-იან წლებში. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ვისწავლოთ.