რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი შესრულდება.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თარიღს სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მომავალ კვირას 10 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მას შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ეს ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი. ყოველივე ამას საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით აკეთებენ. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, სოფელ წებელდასთან მე-8 და მე-9 საუკუნის ნანგრევები გაანადგურეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილი სამხედრო სასროლეთისთვის გამოეყენებინათ. ამით საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი სამუდამოდ გაქრა. ახლახანს კი რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სოფელ ერედვში მასობრივად გაანადგურეს იძულებით განდევნილი ქართველების სახლები. მრავალ მიზეზს შორის, ეს სულ რამდენიმეა, რის გამოც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია“, _ წერია განცხადებაში.