რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას.
“მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გარღმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებიზე პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა, ბადებს მარტის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დროს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერდნენ მოლაპრაკებების სხვა მონაწილეები იმის განურჩევლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას. შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ისეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და, რომლებიც ორმხრივი რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით მომხდარ ბოლო დროინდელ სამწუხარო ინციდენტს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.