დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.
შემთხვევა სოფელ მერეთთან, ოკუპირებული სოფელ ხელჩუას სიახლოვეს მოხდა. სპეცრაზმელი ამ ტერიტორიაზე დილით ადრე, 8 საათისთვის გავიდა,
სადაც ნორმატივების ჩასაბარებლად ვარჯიშობდა. გატაცებული აფხაზეთიდან დევნილია.
IMEDINEWS-ის ინფორმაციით, გატაცებული უკვე რუსეთის სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე IMEDINEWS-სთან საუბარში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ადასტურებს.
მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმება ევროკავშირის ცხელი ხაზი მეშვეობით მიმდინარეობს.
IMEDINEWS.GE