რუსეთმა უარყო “უსაფუძვლო” ბრალდებები, იმის შესახებ, რომ მან თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს ჯილდო შესთავაზა ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს სხვა ჯარისკაცების მოკვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თალიბებმა ასევე უარყვეს, რომ რაიმე სახის გარიგება აქვთ რუსეთთან.
New York Times- ის ცნობით, თეთრ სახლში აშშ-ს დაზვერვის მოხსენებას მარტში გაეცნენ, მაგრამ თეთრმა სახლმა ეს უარყო.
”არც პრეზიდენტს და არც ვიცე-პრეზიდენტს არ გაცნობია ინფორმაცია რუსეთის სავარაუდო ჯილდოს შესახებ,” – თქვა შაბათს საღამოს თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ New York Times-ის სიუჟეტში უზუსტობას ჰქონდა ადგილი.
ამავე თემაზე:
რუსეთის ჯაშუშურმა განყოფილებამ თავდასხმისთვის თალიბანს გადაუხადა- აშშ-ს დაზვერვა