რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა. შემთხვევა 28 მაისს ნოვოსიბირსკში მოხდა, როცა საქართველოს მოქალაქე, თანმხლებ პირებთან ერთად, მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციამ ავტომობილი გააჩერა, რა დროსაც მანქანაში მყოფი პირები გაქცევას შეეცადნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიცელმა წინააღმდეგობის გაწევისას საქართველოს მოქალაქეს ვაკილ აბდულაევს ესროლა. 19 წლის ახალგაზრდა თავში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციელის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს: ესაა გაუფრთხილებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
წყარო: რუსთავი2