რუსეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
როგორც Reuters იუწყება შემთხვევა ქალაქ ნორილსკში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანის ცხედარი სამძებრო სამუშაოების შედეგად იპოვეს, რომელშიც 242 ადამიანი და 29 ტექნიკა იყო ჩართული. გარდაცვლილებს შორის ბავშვიცაა.
როგორც ცნობილია, 14 წლის მოზარდი მოყინვით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამინდის არახელსაყრელმა პირობებმა და ძლიერმა ქარბუქმა, მაშველთა მუშაობა გაართულა_ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.