„რუსეთთან ულტიმატუმის ენა არ მუშაობს“_ ევროკავშირში რუსეთის ელჩი
„რუსეთთან ულტიმატუმის ენა არ ჭრის“, _ აღნიშნული განცხადება EURONEWS-ის ეთერში რუსმა დიპლომატმა, ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ჩიჟოვიმ გააკეთა.
„დიდი ბრიტანეთი ქიმიური იარაღის ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციას არღვევს, რადგან ინციდენტის შემდეგ, მან რუსეთს არ მისცა ნიმუშებზე წვდომის უფლება. რუსეთი მზადაა უპასუხოს ნებისმიერ ეჭვს 10 დღის მანძილზე.
სამწუხაროდ, ლონდონმა აირჩია ულტიმატუმის ენა. შემიძლია ვთქვა, რომ ულტიმატუმების ენა რუსეთთან მიმართებაში არ მუშაობს. რუსეთს არაფრის ეშინია. სამწუხაროა. დიახ ვწუხვარ, რომ მესმის ბრიტანეთის პარლამენტის დებატები და ოფიციალური განცხადებები. ამის ნაცვლად, ეს სიტუაცია სათანადოდ დალაგებული უნდა იყოს. რუსეთი გამოძიებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს“, _ აცხადებს ჩიჟოვი.
ის მაუწყებლის ეთერში დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტიდან გათავისუფლებას გამოეხმმაურა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ტილერსონმა თანამდებობა სკრიპალის ეპიზოდის გამო დაკარგა. მე არ მაქვს მიზეზი იმისა, რომ მისი შემცვლელისგან რუსეთის მისამართით ნაზ მიდგომას ველოდო“, _ განაცხადა მან.