რუსი ოკუპანტებმა ხარკოვს “გრადებით” ბომბავს, _ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.
როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ქალაქ ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი – დაიჭრა.
“ხარკოვი ახლახან მასიურად იბომბება გრადებით, ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილი. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს.
შეუძლებელია დაიჯერო, თუ არ დაინახე, გული ყელში ვის ეჩხირება. ჩვენი საყვარელი ხარკოვი… ღმერთო ჩემო…“ _ თქვა გერაშჩენკომ.
ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, რუსი აგრესორები ქალაქს БМ-21 Град-ებით ბომბავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში, 28 თებერვალს ბელორუსში, რუსეთის დ და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს.