რუსი ჰაკერები ცდილობენ უკრაინელების პერსონალურ მონაცემებსა და უკრაინის საჯარო რეესტრებზე პირადი კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების მეშვეობით წვდომა დაამყარონ. ამის შესახებ უკრაინის კომუნიკაციისა და ინფორმაციის დაცვის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის უფროსმა იური შჩიჰოლმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ტელეფონებზე და კერძო კომპიუტერებზე წვდომა მათი თავდასხმის ერთ-ერთი ვექტორია. ისინი ცდილობდნენ პერსონალური მონაცემების, პაროლების მოპოვებას და სახელმწიფო რეესტრებზე წვდომას პირადი აპლიკაციების საშუალებით, რომლებსაც იყენებთ“, – თქვა იური შჩიჰოლმა.
მან მოუწოდა უკრაინელებს დაიცვან კიბერჰიგიენის წესები და გამოიყენონ რაც შეიძლება მეტი ავთენტიფიკაციის საშუალება ტელეფონებზე.