აზერბაიჯანის სოფელ ითითალაში დაბადებულმა ინგილო სურაჯ გასანოვმა იგივე იანუღაშვილმა რუსეთში რუსი მეტოქე დაამარცხა და M1-ის ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა. ორთაბრძოლა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართა.
წყარო: “რუსთავი2”