რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ხარკოვის ოლქში კუპიანსკის ცენტრს და გაანადგურეს ქალაქის მუზეუმის შენობა – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.
ზელენსკიმ გამოაქვეყნა თავდასხმის შემდგომი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ძლიერ დაზიანებული ორსართულიანი შენობა.
“ჯერჯერობით ცნობილია მუზეუმის დაღუპული თანამშრომლისა და ათი დაჭრილის შესახებ. ნანგრევების ქვეშ ისევარის ხალხია”, – წერს ზელენსკი.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ორი S-300 რაკეტა ესროლეს და ერთი მათგანი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა.
სინეგუბოვის თქმით, დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კი ნანგრევების ქვეშ რჩება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.
უწყების ცნობით, ხარკოვის რეგიონში განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის ალბათობა კვლავ მაღალია. ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები და დარჩნენ თავშესაფარში.
ავტორი