რუსი ოლიგარქი გარდაცვლილი იპოვნეს.
ოჯახის განცხადებით, ის ვერ გააღვიძეს და ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგორ სოსინი კორონავირუსისგან რამდენიმე თვის წინ გამოჯანმრთელდა.
როგორც ცნობილია, იგორ სოსინი შვებულებაში იმყოფებოდა და ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნას ზანზიბარში ქალიშვილთან და იდუმალ ქალთან ერთად აპირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მესამე მეუღლესთან განქორწინების პროცესში იყო.
სოსინი გამოირჩეოდა მდიდრული წვეულებების, იახტების, ჩოგბურთისა და თხილამურებით სარგებლობის სიყვარულით.
ერთხელ მან დახარჯა რამდენიმე მილიონი ფუნტი შარონ სტოუნის კაბების კოლექციაზე და ერთ-ერთ ქალს აჩუქა.
ოჯახში ტრაგედია პირველად მაშინ დატრიალდა, როდესაც მისმა შვილმა 5 წლის წინ, 19 წლის ასაკში სოსინის მეორე ცოლი ტელეფონის კაბელით დაახრჩო.
მან აღიარა მკვლელობა და განაცხადა, რომ სურდა “ეშმაკის განდევნა” მისგან, როდესაც ისინი ყაზანის სასტუმროში დარჩნენ.
მილიარდერის ვაჟს მწვავე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რითაც სასჯელის მოხდას გადაურჩა. წარმატებული ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ კი გაათავისუფლეს სპეციალური ფსიქიატრიული საავადმყოფოდან.