REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთის პოლიციამ ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი საკუთარ სახლთან დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი საპროტესტო აქციის დაგეგმვა გახდა.
ოპოზიციის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა მოსკოვის მერიასთან შეკრებილიყვნენ თუ ქალაქის სათათბიროს არჩევნებში არ დაუშვებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მას აქციის ჩასატარებლად ნებართვა არ ჰქონდა, რის გამოც, დააკავეს.
ნავალნის 30 დღემდე პატიმრობა ემუქრება.