რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსი ნავალნი 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებას შეძლებდა, რომ არ დაეპატიმრებინათ.
„რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ 26 მარტს გამართული აქცია ძალიან წარმატებული იყო. 1990-იანი წლების შემდეგ, პირველად ,ათასობით ადამიანი ყველა ქალაქში გარეთ ერთდროულად გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მათი დაშინება სცადა“,_განაცხადა ნავალნიმ.
გავრცელებული ცნობით, პუტინი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სათავეში უკვე 17 წელია რაც არის, ჯერ არ ამბობს, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის თუ არა კენჭს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პუტინის არჩევნებში დასამარცხებლად ოპოზიციონერ ლიდერ ნავალნის მცირე შანსი აქვს.
როგორც ცნობილია, ალექსი ნავალნი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც 26 მარტს გამართულ აქციაზე დააკავეს.
ამავე თემაზე:
რუს ოპოზიციონერ ლიდერს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
როგორ აფასებენ რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებს
რუსეთში საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი დააპატიმრეს