„რესპუბლიკური“ პარტიის ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას საქართველოში რუსი ტურისტების მასიურ შემოდინებას ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, ოკუპანტ ქვეყანას სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეს.
„ოკუპანტ ქვეყანას უნდა დაუწესდეს სავიზო რეჟიმი. ჩვენი ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ამიტომ ეს ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება, რომელიც ტერორისტი ქვეყნისგან ფულს აკეთებს, არის უზნეო, გადაგვარებული და რუსეთის სამსახურში მყოფი.
ყველა კაპიკი, რომელიც აქ იხარჯება, ბავშვების მკვლელობას ემსახურება სხვა ქვეყანაში. სირცხვილი და თავის მოჭრაა რუსეთის ასეთი პარპაში საქართველოში. რუსი ტურისტები ყველგან თავხედები არიან, ძალიან მალე წაიტეხავენ ცხვირს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.