რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ორეხოვში დაბომბეს – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი სტარუხმა Telegram – ზე დაწერა.
მისი თქმთ, დაბომბვის შედეგად დაიღუპა მოხალისე და დაიჭრა ორი ქალი. მან, ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტი სკოლის შენობაში იყო განთავსებული.
როგორც გუბერნატორი ამბობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი ყოფილიყო, რომ არა ადამიანების სწორი ორგანიზებული გაყვანა.
ზაპოროჟიეს რეგიონის გუბერნატორმა, დამატებითი დეტალები თავდასხმის შესახებ არ გაასაჯაროვა.
უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე წერს, რომ ოკუპანტები ბირთვულ შანტაჟს აგრძელებენ.
“რუსი ტერორისტები ბომბავენ ჰუმანიტარული მიწოდების პუნქტებს, აგრძელებენ ბირთვულ შანტაჟს – სამხედრო დამარცხებულთა სამარცხვინო ტაქტიკა“, – წერს ანდრეი ერმაკმა
ცნობისთვის, ორეხოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 მილის დაშორებით მდებარეობს.
ავტორი