კიევის ოლქში, ქალაქ მაკაროვში რუსმა ოკუპანტმა თავისივე მეთაურს ტანკით გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, რომან ციმბალიუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატანკო ბატალიონის 37-ე ბრიგადის ჯარისკაცი პოლკოვნიკ იური მედვედევს კოლეგების მკვლელობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სწორედ ამის შემდეგ გადაუარა ჯარისკაცმა მედვედევს ტანკით.
ამჟამად პოლკოვნიკი საავადმყოფოში იმყოფება.