აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, მარიოპულის მცველების წინააღმდეგ, ოკუპანტებმა ცეცხლგამჩენი და ფოსფორის ბომბები გამოიყენეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ შეიძლება ფოსფორის ბომბები გამოიყენეს.
,,წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ჯოჯოხეთია დედამიწაზე, აზოვსტალში. გასაოცარია, როგორ უძლებენ ჩვენი მცველები. ჩვენ ყველა მათ წინაშე ვალში ვართ”,_ წერს მერის მრჩეველი.
მისი თქმით ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო 9M22C ცეცხლგამძლე ჭურვები თერმიტის ფენებით. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი გრადუსია. წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
ცნობისთვის, უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება.
ავტორი