რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი თქმით, რუსების თავდასხმის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაიჭრა.
“რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. მხოლოდ ბოლო 1 დღეში, დონეცკის ოლქში, მათ 3 მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს. 2 მათგანი ქალაქ მარინკაში დაიღუპა, 1 კი ბახმუტში. ჩვენს მიწაზე ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის რუსები პასუხს აგებენ”, – წერს კირილენკო.
ავტორი