რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. – ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.
მისი თქმით, შეტევა 3 ლოკაციაზე, მარინკაზე, კრასნოგოროვკასა და ნოვომიხაილივკაზე განხორციელდა. შემთხვევის შედეგად 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,ღამით რუსებმა რეგიონის ცენტრალური ნაწილის დაბომბვა განაგრძეს.
მარინკაში, კრასნოჰორივკაში და ნოვომიხაილივკაში მტერმა კვლავ გამოიყენა ფოსფორის ჭურვები. მარიინსკის თემიდან 11 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 4 ბავშვი, რომლებიც კურახივის საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დილით მტრის ცეცხლის ქვეშ იყო ოჩერეტინის თემიც. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ჩვენ ვაგრძელებთ სასმელი წყლისა და საკვების მიწოდებას ფრონტის ხაზის დასახლებებში. ჩვენ ყველას ევაკუაციას ვახდენთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც აღმოჩნდება ფრონტის ხაზზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან კონკრეტული მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და სამედიცინო დახმარებაზე, გამოიყენონ შესაძლებლობა დატოვონ სახლები, ევაკუაცია დროებითია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადარჩენაა!“ _ აცხადებს კრილენკო.