ხარკოვის მერის განცხადებით, ქალაქი რისმა ოკუპანტებმა დაბომბეს.
“წინასწარი მონაცემებით, კიევსკის რაიონში, ქალაქ ხარკოვზე ოთხი დარტყმა განხორცეილდა. მტერი სამრეწველო ობიექტებს უმიზნებს”, – განაცხადა ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა, თავის მხრივ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დაშავებულია ორი ადამიანი.
“ისინი სპეციალისტების დახმარებას მსუბუქ მდგომარეობაში იღებენ”, – წერს სინეგუბოვი ტელეგრამის არხზე.
ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობს აფრთხილებს რუსეთის მიერ ახალი რაკეტების გაშვების შესაძლებლობის შესახებ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ავტორი