რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მატარებელს შეპეტოვკა-კიევის რეისს. ამის შესახებ unian წერს.
როგორც გამოცემა წერს, უკრზალიზნიცის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კამიშინმა Telegram-ზე განაცხადა, რომ დაიმსხვრა მატარებლის მინდა და დაშავებულია მგზავრი.
მისივე თქმით, უკუპანტების თავდასხმა კიევთან ახლოს, ტარასოვკას სადგურზე მოხდა.
„ოპერატიული ინფორმაციით, არის ერთი მსხვერპლი, რომელიც დაშავებულია ფანჯრის ჩამსხვრევისას“, – განაცხადა მან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან უკრზალიზნიცის 54 თანამშრომელი დაიღუპა. კიდევ 64 რკინიგზის თანამშრომელი სხვადასხვა სიმძიმის დაძიანება მიიღო, 3 ადამიანი კი ტყვეობაშია.