რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს პურის ქარხანა დაბომბეს, დაიღუპა 13 ადამიანი, ინფორმაციას Unian უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსმა დამპყრობლებმა ავიაიერიში მიაყენეს სახელმწიფო საწარმო „მაკაროვსკი ხლებოზავოდს“, რომელიც მდებარეობს მაკაროვში.
„7 მარტს ქალაქ მაკაროვში ავიადარტყმის შედეგად მაკაროვის ხლებოზავოდის სახელმწიფო საწარმოს (არ მოქმედი) ტერიტორიაზე ჭურვი მოხვდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ნანგრევებიდან 5 ადამიანი ამოიყვანეს და 13 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შენობაში წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანი იყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
[sexy_author_bio]