გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქი დაბომბეს,_ ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა.
მისი თქმით, რუსების სარაკეტო იერიშებს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა, რომელთაგან 1 ბავშვია. აგრეთვე, დაზიანდა 4 მრავალსართულიანი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და დამატებითი დეტალებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.