რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 4 პირი კი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 3 ბავშვია.
კირილენკოს ინფორმაციით, რუსებმა გაჩერებაზე იერიში დაახლოებით დილის 11 საათზე მიიტანეს, როდესაც ტრანსპორტს ბევრი ადამიანი ელოდებოდა.
“გარდა ამისა, რუსების იერიშების შედეგად, დაზიანდა ეკლესია და დაშავდა შიგნით მყოფი მღვდელი. აგრეთვე, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა. რუსი ოკუპანტები ყოველდღე კლავენ და ჭრიან მშვიდობიან მოქალაქეებს. ვინც ჯერ კიდევ დონეცკის ოლქში ჩერდებით, თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებთ. დროულად მოახდინეთ ევაკუაცია,” – წერს კირილენკო სოციალურ ქსელში.
ავტორი