რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი FACEBOOK-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.
“დაახლოებით, დილის 06:30 საათზე, მტერმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნა ლისიჩანსკის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი უბნის მიმართულებით. განადგურებულია მრავალსართულიანი შენობები. ნანგრევებში ბევრი ადამიანია. მაშველები ცოცხლების გადარჩენას ცდილობენ”, _ აცხადებს სერგეი გაიდაი.