მარიუპოლში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაკრძალული ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს. ამის შესახებ Telegram -ზე წერს.
მარიუპოლის საკრებულომ Telegram-ზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსები იმ ცხედრების ექსჰუმაციას ახდენდნენ, რომლებიც მანამდე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იყო დამარხული.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები მოსახლეობას არ აძლევენ უფლებას, მოკლულები დაკრძალონ.
,,მარიუპოლის მაცხოვრებლების თქმით, რომლებიც ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფებიან, რუსმა ჯარებმა დაიწყეს ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი, რომლებიც ადრე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იყო დაკრძალული. თითოეულ ეზოში აყენებენ საკუთარ ზედამხედველს, რომელიც არ აძლევს მარიუპოლის მცხოვრებლებს გარდაცვლილ ნათესავების თუ ნაცნობების დაკრძალვის საშუალებას. უცნობია, რატომ მოხდება ექსჰუმაცია და სად გადაიგზავნება ცხედრები,“ – წერს მარიუპოლის საკრებულო.
ასევე Telegram განცხადებაში წერია, რომ უკრაინის დაზვერვამ 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირა მარიუპოლში. ქალაქის ხელისუფლება ეჭვობს, რომ რუსები ამ გზით ომის დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მთელი მსოფლიო უკვე აფიქსირებს რუსული არმიის უამრავ დანაშაულს მარიუპოლში. ყველა დამნაშავე დაისჯება!
მარიუპოლი თვეზე მეტია ალყაშია. ქალაქი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა, არაა სასმელი წყალი, საკვები, გათბობა, შენობების უმრავლესობა დაბომბილი და განადგურებულია.