რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს, დაცხრილეს სასწრაფოს მანქანა და ხარკოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ტყვიები დაუშინეს – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიკტოვა Facebook-ზე წერს.
ვენედიკტოვა წერს, რომ უკრაინელი სამართალდამცველები რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებასა და აღრიცხვას განაგრძობენ.