ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
დაკავებულია სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის მამაკაცი, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.