თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველი არხის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.