ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,33 %-ით. „ევროპულმა საქართველომ“ კი მიიღო 4,20 %.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო საქართველოსთვის“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოქალაქეების 2,61 %-იანი მხარდაჭერა მიიღო.