რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შეხვდნენ. ამის შესახებ დავით დვალმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
რჩება თუ არა ძალაში ხალვაშის შეთავაზება, რომ ტელევიზიის გარკვეულ წილს დამფუძნებლებს დაუთმობს, დვალმა განაცხადა, რომ კონკრეტულად არ უსაუბრიათ და სავარაუდოდ, ამ საკითხს თავად ხალვაშთან განიხილავენ.
„პირველი ნაბიჯი გადაიდგა, გუშინ საღამოს შევხვდით პაატა სალიას. ქიბარი არ დაგვიპატიჟებია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ითქვა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. გაგვაცნო, რა მდგომარეობაა ტელევიზიაში. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან შემდგომი აუდიენციისთვის“, – განაცხადა დვალმა.
პრინციპულია საკითხია, რომ რუსთავი2 დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, თავისუფალი ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება,
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს საქართველოს პარლამენტში უსმენენ.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.