საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში, “რუსთავი 2” საქმეზე, მოსამართლემ, რომლის გვარი უცნობია ხელისუფლებისთვის, რადგან ასეთია პროცედურა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.
წულუკიანმა საზოგადოებას გადაწყვეტილების დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ რუსთავი2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან დაუყოვნებლივ მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფა რასაც სტრასბურგის სასამართლო დროებით შეჩერებას ეძახის.
მისივე თქმით, კომპანიის იურისტებმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე და ამ მიზეზით ქვეყანაში შესაძლო სამოქალაქო არეულობა დაასახელეს. სტრასბურგში წარადგინეს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, ამერიკის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული გაცხადება და მედიაში გაჟღერებული სხვა ინფორმაციები.
“,როგორც ამ კორესპონდეციიდან ირკვევა დღეს რუსთავი 2-მა ,როგორც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა ნომერი, რუსთავი2-მა მოპასუხედ დაასახელა საქართველოს მთავრობა.
რუსთავი2- წარმოდგენილია ადვოკატი მურადაშვილით, რომელმაც სტრასბურგისგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგი დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა: აიკრძალოს 2 მარტის გადაწვეტილება, ვიდრე სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და აეკრძალოს ხელისუფლებას დახუროს ან გაადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა;აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.
რუსთავი ორმა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სასამართლო მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებას არ გამოყენებდა, დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ქაოსი. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ სტრასბურგის სასამართლოში.
როგორც ირკვევა გადაწყვეტილება მიიღო მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი უცნობია, ისე, რომ ჩვენ, მეორე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და არ ყოფილა გამოთხოვილი ჩვენგან ინფორმაცია.
ამავე მოსამართლემ ამ საქმეს მიანიჭა პრიორტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავენ ამ საქმეს და მნიშვნელობა არ იქნება სხვა საჩივარი გაგზავნილი იქნება ციხიდან თუ სხვა დაწესებულებიდან.
ეს არის სულ რაც შემიძლია გითხრათ მშრალი ინფორმაციის სახით. მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია საზოგადოებისთვის გვეთქვა რა მოითხოვა სტრასბურგის სასამრთლომ.”- განაცხადა წულუკიანმა .
მინისტრის ინფორმაციით, 8 მარტამდე სასამართლო უდნა შეიკრიბოს და ამჯერად, არა ერთპიროვნული, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.