რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს “ტოიოტასა” და “კიას” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა.
როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ “ტოიოტას” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.
დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.