დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია.
ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ.
მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი – თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა – თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი – თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი.