“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
აქტივისტების თქმით, ისინი არ ელოდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს დღეს გაათავისუფლებდნენ, ვინაიდან მათი თქმით, დღევანდელი სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ის ნინო ჩახნაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე დარბაზიდან გააძევა.
წყარო: მტავარიტვ.