რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.