რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ მდებარე ქვის საჭრელ საამქროში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა, რასაც ახალგაზრდა, 23 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მუშების მოსასვენებელ ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
imedinews.ge